Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ესპანეთი, 2025 გაზაფხულის სემესტრი

24 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ესპანეთი, Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

 

განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საფეხურის პროგრამის სტუდენტებს. მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მესამე კურსის მეორე სემესტში.

 

Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას  და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.

 

 

ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი

 

აკადემიური საფეხური

მობილობის ხანგრძლივობა

აკადმიური მიმართულებები

სწავლების ენა

ბაკალავრიატი

1 სემესტრი

Architecture

ინგლისური/ ესპანური

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აქტიურმა  სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი  დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი #1)
  • EUROPASS CV
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
  • ნიშნების ფურცელი (ოთახი B29);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი B29);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)

 

 თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.

 

არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:

 

  • არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
  • წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
  • დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

 

 
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 17 ექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge.

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.

 

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ir@cu.edu.ge