კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ესპანეთი, Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საფეხურის პროგრამის სტუდენტებს. მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მესამე კურსის მეორე სემესტში.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
Architecture |
ინგლისური/ ესპანური |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი #1)
- EUROPASS CV
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი (ოთახი B29);
- სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი B29);
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)
თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ir@cu.edu.ge