კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, თურქეთი, Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისათვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა |
1 სემესტრი |
Psychology (B/M), Sociology (B), Business Administration (B/M), Economics (B/M), International Relations (B), Political Science and Public Administration (B/M), Architecture (B) |
ინგლისური |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პასპორტის ან ID დოკუმენტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი / დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- სამაგისტრო პროგრამის პირველი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა პროგრამაში მონაწილეობის დედლაინის ამოწურვამდე.
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- შერჩეული კანდიდატების ნომინირება ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ონ-ლაინ პლათფორმის მეშვეობით;
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.