კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, თუმცა პარტნიორმა უნივერსიტეტმა შეიძლება შემოგვთავზოს გაზრდილი მობილობის დღეები) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:
- სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება ან
 - კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.
 
ამ განაცხადის მიზნებისათვის, 2017 წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია- Marketing, Finance and Business Administration; International Relations;
 
- კოლეგიუმ სივიტას, პოლონეთი- Journalism and New Media, International Relations; Sociology;
 
- კლაიპედას საერთაშორისო უნივერსიტეტი (LCC), ლიტვა - Theology, Teaching English as a second Language; Psychology; Communications; International relations; International Business Administration;
 
- გამოყენებით სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (SMK), ლიტვა- Tourism and Hotels; Programming and Multimedia; International Marketing and Branding; International Business; Audiovisual Production; International business and Communication; Creative and Entertainment Industries; Public Relations; Transport and Logistics Business; Fashion Marketing; Catering Business; Law; International Trade and Customs Logistics; Advertising Creation;
 
- კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი- Business Administration, Social Sciences, Governance;
 
- რიგის უმაღლესი სამართლის სკოლა, ლატვია- Law (International commercial Law, Contract Law); International Relations (“Foreign Policy Analysis” or “Theory of International Relations” );
 
- კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი- Business and Finance;
 
- ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო უნივერსიტეტი, პოლონეთი- Management and Administration, Transport services;
 
- ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია- Economics, Int. Business, Marketing.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
 - შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
 - EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
 - ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუაშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
 - 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან.
 
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
 - დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
 
კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 15 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge .
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
 - კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება;
 - შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
 - აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.
გისურვებთ წარმატებებს!
