გაცნობებთ, რომ Leiden University (ჰააგა) საზაფხულო სკოლის "ევროკავშირი, გაერო და გლობალური მმართველობა" ფარგლებში, აცხადებს მონაწილეების მიღებას. აღნიშნული პროგრამა ტარდება ჰააგაში 2021 წლის 14-25 ივნისს ევროკომისიისა და ჟან მონეს პროექტის მხარდაჭერით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა:
- გართიანებული ერები და რეგიონალური ინტეგრაცია;
- ევროკავშირი და გლობალური უსაფრთხოების მართვა;
- ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ინტერაქცია;
- ევროკავშირი და გლობალური ეკონომიკა, ფისკალკური და გადასახადების მართვა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური არის 1500 ევრო, რომელიც სრულად არ ფარავს ყველა ხარჯს.
ასევე, არსებობს ნაწილობრივი დაფინანსების (750 ევროს ოდენობით) შესაძლებლობა. კოვიდ-19 თან დაკავშირებით გამოწვეული ვითარების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ონლაინ იქნება შეთავაზებული, საზაფხულო სკოლის საფასური იქნება 500 ევრო.
აპლიკაციების წარდგენის დედლაინია 2021 წლის 16 აპრილი, ხოლო სტიპენდიის მიღების სურვილის შემთხვევაში, 2021 წლის 16 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შინაარსობრივ საკითხებთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ელექტრონულ ფოსტაზე: EUGOV@fgga.leidenuniv.nl
წარმატებას გისურვებთ!