ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი - სადოქტორო სტიპენდია 2024-2025

26 ივნისი 2024

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს ორთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში.

 

აღნიშნული სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში.

 

სტიპენდია (2100 ევროს ოდენობით ორი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2024-2025 წელს.

 

კონკურსანტებმა უნდა შეადგინონ დოსიე, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს:

 

  • სათანადოდ შევსებული რეზიუმე და საკვლევი პროექტი (იხ. თანდართული დოკუმენტი)
  • მოწვევის წერილი ფრანგული სამეცნიერო დაწესებულებიდან, რომელიც თავიანთ გუნდში მიიღებს ქართველ დოქტორანტს ორი თვით.
  • პასპორტის ასლი (პასპორტი მოქმედი უნდა იყოს საფრანგეთში სასტიპენდიო პროგრამის დასრულების შემდგომ 6 თვის განმავლობაში).

 

დოსიეები წარმოდგენილი უნდა იყოს ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე.
შეფასება დამოკიდებული იქნება მის სამეცნიერო ხარისხსა და კვლევითი პროექტის განსახორციელებლად საფრანგეთში გამგზავრების რელევანტურობაზე.
ფრანგული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 

დაინტერესებულმა პირებმა დოსიეები უნდა გაუგზავნონ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორს, ევა ბერტრანს, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eva.bertrand@fgu.ge აგრეთვე, გთხოვთ მიმოწერაში ჩასვათ ნატო ჭუჭულაშვილი nato.chuchulashvili@fgu.ge.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ივლისი.

 

საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 20 ივლისისა. საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის აპრილამდე შუალედში.

 

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხრიდან, სტიპენდიანტ დოქტორანტებს მოეთხოვებათ წერილობითი ანგარიშის წარმოდგენა მათი მისიის შესახებ, საქართველოში დაბრუნებიდან არაუგვიანეს სამი თვის პერიოდისა. აგრეთვე, სტიპენდიანტებს შესაძლოა მოეთხოვოთ საკუთარი კვლევის წარმოდგენა ფრანგულ- ქართული უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში. სურვილის შემთხვევაში, სტიპენდიანტის სამუშაო ფურცელი განთავსდება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ვებსაიტზე.

 

გისურვებთ წარმატებას!