ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 აკადემიური წლისთვის

3 მაისი 2022

 

გაცნობებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას 2023-2024 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე

 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული სტატების უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში.

 

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ..-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ..-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროპროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ..-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზეგანათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ...-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა მონახოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
  •  განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო ან ექვივალენტური სწავლების საფეხური;
  •  განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ ..-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
  •  განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;
  •  განმცხადებელმა  დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;
  •  სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ ..-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;
  •  მწვანე ბარათის, ...-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ ..-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

 

განცხადების პროცესი:

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები

  •  3 სარეკომენდაციო წერილი პროფესორებისგან ან დამსაქმებლისგან;
  •  ოფიციალური ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (ინგლისურად თარგმნილი);
  •  დიპლომი;
  •  CV (მაქს. 4 გვერდი).

 

დამატებითი მოთხოვნები:

  •  განმცხადებლებს სოციალურ მეცნიერებებში, ჟურნალისტიკაში და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ კვლევა, დაბეჭდილი სტატია ან სხვა ნაშრომი, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს გააძლიერებს მათ განაცხადს;
  •  განმცხადებლებმა სახვით და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებში უნდა წარმოადგინონ სადემონსტრაციო ნაშრომი - მხატვრული ნამუშევრების პორტფოლიო, ვიდეო კლიპი, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოების აუდიო ჩანაწერი და ..;
  •  განმცხადებლებს, რომლებიც წარადგენენ განაცხადს საშემსრულებლო ხელოვნებაში, შეიძლება ჩაუტარდეთ მოსმენა.

 

შერჩევის პროცესი:

  • ფაზა - აგვისტო: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება - მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებსგანმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე
  • ფაზა - სექტემბერი: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება - ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგადაც ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა
  • ფაზა - სექტემბერი/ოქტომბერი: გასაუბრება - ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება ...-ის საელჩოში.

 

შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორეროვნული შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს ...-ის საელჩო საქართველოში და რომელიც შედგება საელჩოს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან და სპონსორებისგან (საერთაშორისო განათლების ცენტრი, საქართველოს ბანკი და Georgia Capital).

 

ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:

 

  •  TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულაყველა სფეროშისამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა;
  •  GRE - სავალდებულაო ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;
  •  GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის;

 

განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი გადასცემს კანდიდატების განცხადებებს ...-ის უნივერსიტეტებს, რათა მათ განიხილონ მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ..-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე.

 

გაითვალისწინეთ, რომ წარმატებულ განმცხადებლებს, როგორც წესი, არა აქვთ განათლება მიღებული ...-სა ან ევროპაში, აქვთ გარკვეული სამუშაო გამოცდილება და აშკარად გამოკვეთილი ლიდერობის პოტენციალი.

 

განაცხადების მიღება დაიწყო 2022 წლის 1 მაისს და მთავრდება 2022 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათზე

აქვე გაცნობებთ, რომ 16 მაისს, 17:00-18:00 საათზე, აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.