გაცნობებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას 2023-2024 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული სტატების უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში.
ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. პროგრამის მთავარი დამფინანსებელია ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education, New York, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან, რათა მონახოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
- განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო ან ექვივალენტური სწავლების საფეხური;
- განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ ა.შ.შ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
- განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;
- განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;
- სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ ა.შ.შ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;
- მწვანე ბარათის, ა.შ.შ.-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ ა.შ.შ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.
განცხადების პროცესი:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- 3 სარეკომენდაციო წერილი პროფესორებისგან ან დამსაქმებლისგან;
- ოფიციალური ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (ინგლისურად თარგმნილი);
- დიპლომი;
- CV (მაქს. 4 გვერდი).
დამატებითი მოთხოვნები:
- განმცხადებლებს სოციალურ მეცნიერებებში, ჟურნალისტიკაში და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში შეუძლიათ დამატებით წარმოადგინონ კვლევა, დაბეჭდილი სტატია ან სხვა ნაშრომი, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს გააძლიერებს მათ განაცხადს;
- განმცხადებლებმა სახვით და საშემსრულებლო ხელოვნების სფეროებში უნდა წარმოადგინონ სადემონსტრაციო ნაშრომი - მხატვრული ნამუშევრების პორტფოლიო, ვიდეო კლიპი, ფილმი, მუსიკალური ნაწარმოების აუდიო ჩანაწერი და ა.შ.;
- განმცხადებლებს, რომლებიც წარადგენენ განაცხადს საშემსრულებლო ხელოვნებაში, შეიძლება ჩაუტარდეთ მოსმენა.
შერჩევის პროცესი:
- 1 ფაზა - აგვისტო: საკვალიფიკაციო და ფორმალური მოთხოვნების შემოწმება - მოცემულ ეტაპზე ფასდება, თუ რამდენად აკმაყოფილებენ წარმოდგენილი განაცხადები საკვალიფიკაციო და ფორმალურ მოთხოვნებს. განმცხადებლები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო და/ან ფორმალურ მოთხოვნებს, არ გადადიან შერჩევის მეორე ეტაპზე
- 2 ფაზა - სექტემბერი: განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება - ამ ეტაპზე ხდება განცხადებების შინაარსობრივი შემოწმება, რომლის შედეგადაც ხდება გასაუბრების ეტაპზე დასაშვები პირების გამოვლენა
- 3 ფაზა - სექტემბერი/ოქტომბერი: გასაუბრება - ამ ეტაპზე ხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ნახევარფინალისტების გამოვლენა. გასაუბრება ჩატარდება ა.შ.შ.-ის საელჩოში.
შერჩევის ყველა ფაზა ჩატარდება ორეროვნული შესარჩევი კომისიის მიერ, რომელსაც აყალიბებს ა.შ.შ.-ის საელჩო საქართველოში და რომელიც შედგება საელჩოს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის, ფულბრაიტის ყოფილი სტიპენდიანტებისგან და სპონსორებისგან (საერთაშორისო განათლების ცენტრი, საქართველოს ბანკი და Georgia Capital).
ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები:
- TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) ყველა სფეროში. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა;
- GRE - სავალდებულაო ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;
- GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის;
განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი გადასცემს კანდიდატების განცხადებებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტებს, რათა მათ განიხილონ მათი შესაბამის უნივერსიტეტებში მიღების საკითხი. კანდიდატებმა თვითონ არ უნდა მიმართონ უნივერსიტეტებს. კანდიდატების უნივერსიტეტებში განაწილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო განათლების საერთაშორისო ინსტიტუტის რეკომენდაციის საფუძველზე.
გაითვალისწინეთ, რომ წარმატებულ განმცხადებლებს, როგორც წესი, არა აქვთ განათლება მიღებული ა.შ.შ.-სა ან ევროპაში, აქვთ გარკვეული სამუშაო გამოცდილება და აშკარად გამოკვეთილი ლიდერობის პოტენციალი.
განაცხადების მიღება დაიწყო 2022 წლის 1 მაისს და მთავრდება 2022 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათზე.
აქვე გაცნობებთ, რომ 16 მაისს, 17:00-18:00 საათზე, აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.