გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსს.
კონკურსის აბრევიატურა:
PHDF
კონკურსის მიზანი:
ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება. წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ინტეგრირება და საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა. ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა.
საპროექტო განაცხადი ტიპი:
ინდივიდუალური
კონკურსის ძირითადი პირობები:
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- ინჟინერია და ტექნოლოგიები
- მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები
- აგრარული მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები
ფინანსური მოთხოვნები:
- ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს
- დოქტორანტის სტიპენდია ერთ საანგარიშო პერიოდში (6 თვე) არ უნდა აღემატებოდეს 5250 ლარს
პროექტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 36 თვე (კონკურსის პირობების შესაბამისად).
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
2018 წლის 5 აპრილი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით;
24 აპრილი, 24 მაისი და 12 ივნისი – ჯგუფური კონსულტაციები;
14 ივნისი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
1 ივნისიდან 20 ივნისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
21 ივნისის 16:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში
ივნისი-ივლისი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ივლისი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ივლისი-აგვისტო - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება, ერთიანი რანჟირებული სიის შედგენა და გამარჯვებულთა გამოვლენა;
აგვისტო-სექტემბერი – გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დასაფინანსებლად დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
სექტემბერი-ოქტომბერი – გამარჯვებულ დოქტორანტებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
რეკომენდებულია, პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე პროექტში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები დარეგისტრირდნენ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 5 აპრილის №39 ბრძანება
- შეფასების კრიტერიუმები
- სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი - (GEO/ENG)
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება (სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის უცხოეთში მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ)
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები
- კონკურსის პირობები - დანართი 1
- თავფურცელი (ნიმუში) - დანართი 2
- საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
- დოქტორანტის, დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელისა და კონსულტანტის (მათი არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფია - CV (ნიმუში) - დანართი 4
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 5 (GEO/ENG)
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (ნიმუში) - დანართი (GEO/ENG)
- უცხოელი კონსულტანტის / თანახელმძღვანელის თანხმობის წერილი (მათი არსებობის შემთხვევაში) - (Letter of personal commitment) - დანართი 7
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG)
- ცნობა დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ - დანართი9 (GEO/ENG)
- თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ - დანართი 10 (GEO/ENG)
- უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით - დანართი 13
- ხშირად დასმული კითხვები
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები
- ხშირად დასმული კითხვების დოკუმენტები აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე
კოორდინატორები: ანა ფოლოდაშვილი; ნატალია გვერდწითელი; ოთარ გოგიაშვილი.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ 15/06/2018 - მდე დაუკავშირდეთ კონკურსის კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე:
გისურვებთ წარმატებას!