იშტეს ბიზნესის სკოლის საზაფხულო პროგრამა, 2021

24 თებერვალი 2021

გაცნობებთ, რომ ლისაბონის ბიზნესის სკოლა, პორტუგალია (ISCTE - Business School, Lisbon, Portugal), აცხადებს ბიზნესის სკოლის სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლაში, შემდეგ პროგრამებზე:

30 მაისი - 10 ივნისი, 2021

 

  • ევროპული კულტურათაშორისი კომუნიკაცია.


13 ივნისი - 3 ივლისი, 2021

 

  • კორპორატიული მოლაპარაკებები და გავლენა;
  • ინოვაციური ბიზნესის მოდელირება;
  • ციფრული მარკეტინგის ტენდენციები.


4 ივლისი - 24 ივლისი, 2021

 

  • ჰუმანიტარული აქტივობები;
  • ეთიკა, სტრატეგიული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა;
  • სტრატეგიული უნარები და ლიდერობა;
  • ბრენდ მენეჯმენტი და მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • ფიქსირებული შემოსავლის ბაზარი;
  • ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი ეკონომიკა.


25 ივლისი- 12 აგვისტო, 2021

 

  • ინოვაცია და კრეატიულობა მარკეტინგის სფეროში;
  • საერთაშორისო ბიზნესი;
  • ფინანსური რისკების მენეჯმენტი;
  • კულტურათშორისი კომუნიკაცია და მოლაპარაკებები.


კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ დასრულბის შემდგომ სტუდენტებს მიენიჭებათ ECTS კრედიტები.

პროგრამის საფასური:

3 ECTS კრედიტიანი კურსების ღირებულება: 450 EURO (ევრო) - კამპუსში; 350EURO (ევრო) - ონლაინ;
6 ECTS კრედიტიანი კურსების ღირებულება: 1000 EURO (ევრო) - კამპუსში; 700EURO (ევრო) - ონლაინ;

რეგისტრაცია დასრულდება 2021 წლის აპრილში (დაზუსტებული ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე).

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ დანართი ფაილები: Guidebook IBS Lisbon Summer School 2021, IBS Lisbon Summer School 2021, ეწვიოთ ოფიციალურ ვებ-გვერდს, ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე: short-term.ibs@iscte-iul.pt


მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე  განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რათა დროულად მომზადდეს წინასწარი შესაბამისობის ფორმა.

გისურვებთ წარმატებას!