გაცნობებთ, რომ ლისაბონის ბიზნესის სკოლა, პორტუგალია (ISCTE - Business School, Lisbon, Portugal), აცხადებს ბიზნესის სკოლის სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლაში, შემდეგ პროგრამებზე:
30 მაისი - 10 ივნისი, 2021
- ევროპული კულტურათაშორისი კომუნიკაცია.
13 ივნისი - 3 ივლისი, 2021
- კორპორატიული მოლაპარაკებები და გავლენა;
- ინოვაციური ბიზნესის მოდელირება;
- ციფრული მარკეტინგის ტენდენციები.
4 ივლისი - 24 ივლისი, 2021
- ჰუმანიტარული აქტივობები;
- ეთიკა, სტრატეგიული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა;
- სტრატეგიული უნარები და ლიდერობა;
- ბრენდ მენეჯმენტი და მარკეტინგული კომუნიკაციები;
- ფიქსირებული შემოსავლის ბაზარი;
- ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი ეკონომიკა.
25 ივლისი- 12 აგვისტო, 2021
- ინოვაცია და კრეატიულობა მარკეტინგის სფეროში;
- საერთაშორისო ბიზნესი;
- ფინანსური რისკების მენეჯმენტი;
- კულტურათშორისი კომუნიკაცია და მოლაპარაკებები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ დასრულბის შემდგომ სტუდენტებს მიენიჭებათ ECTS კრედიტები.
პროგრამის საფასური:
3 ECTS კრედიტიანი კურსების ღირებულება: 450 EURO (ევრო) - კამპუსში; 350EURO (ევრო) - ონლაინ;
6 ECTS კრედიტიანი კურსების ღირებულება: 1000 EURO (ევრო) - კამპუსში; 700EURO (ევრო) - ონლაინ;
რეგისტრაცია დასრულდება 2021 წლის აპრილში (დაზუსტებული ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე).
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ დანართი ფაილები: Guidebook IBS Lisbon Summer School 2021, IBS Lisbon Summer School 2021, ეწვიოთ ოფიციალურ ვებ-გვერდს, ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს ელექტრონულ მისამართზე: short-term.ibs@iscte-iul.pt
მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რათა დროულად მომზადდეს წინასწარი შესაბამისობის ფორმა.
გისურვებთ წარმატებას!