ჯონ სმიტის სასტიპენდიო პროგრამა

19 აპრილი 2020
ჯონ სმითის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს 2020 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

პროგრამა მოიცავს სწავლების შემდეგ სფეროებს:

  • საჯარო მმართველობა;
  • მედია;
  • სამოქალაქო საზოგადოება;
  • სამართალი;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • გარემოს დაცვა. 

 

პროგრამის მიზანია გაერთიანებულ სამეფოში ოთხკვირიანი სასწავლო პროგრამის საშუალებით მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება-გაძლიერება, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის დამკვიდრების მიზნით. 

განმცხადებელი უნდა იყოს 25-35 წლის და აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
 
  • მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს შემდეგი ქვეყნებიდან რომელიმე ერთის მოქალაქე და ამავე ქვეყანაში დასაქმებული: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა.
  • ინგლისური ენის ცოდნა (პრიორიტეტი მიენიჭება მას, ვისაც ინგლისურ ენაზე მუშაობის/სწავლის გამოცდილება აქვს);
  • გამოხატული სურვილი და მოტივაცია მნიშვნელოვანი წვლილი შეტიანოს საზოგადოების განვითარებაში;
  • განმცხადებლმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს იმ ღონისძიებათა გეგმა, რომელსაც განახორციელებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სწორედ ამ ინფრომაციის საფუძველზე მოხდება შესაბამისი ინდივიდუალური შეხვედრების დაგეგმვა პროგრამის ფარგლებში.

 

პროგრამა განხორციელდება 2020 წლის ნოემბერში, 4 კვირის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში (ლონდონი, ედინბურგი).


განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 19 აპრილი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიეთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს.