კოჩის უნივერსიტეტის (თურქეთი) ონლაინ საზაფხულო პროგრამა

21 მაისი 2022

 

კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი (Koc University, Turkey) გიწვევთ ონლაინ საზაფხულო პროგრამაში „Virtual Leadership Summer at Koç” მონაწილეობის მისაღებად.

 

საზაფხულო პროგრამა ჩატარდება 2022 წლის 18 ივლისიდან 4 აგვისტომდე.

 

საზაფხულო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ შემდეგ სასწავლო მოდულებს:

  1. Next Generation Leadership(6 ECTS)


ხანგრძლივობა: 3 კვირა
საფასური: $425 (კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს 15% ფასდაკლება)

  1. Global Learning Certificate: Leadership, Sustainability and Social Innovation in the 21stCentury

    ხანგრძლივობა: 10 დღე (გენიჭებათ სერტიფიკატი)

საფასური: $150

 

სურვილის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირება ორივე კურსზე. ორივე კურსზე რეგისტრაციის შემთხვევაში საფასური შეადგენს $510.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მოცემული ბმულის მეშვეობით, უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (TOEFL/IELTS);
  2. ნიშნების ფურცელი;
  3. Next Generation Leadership პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა, ასევე უნდა წარადგინონ ნაშრომირას ნიშნავს ლიდერობა“ (ნაშრომის მაქსიმალური მოცულობა 800 სიტყვა);
  4. ფოტოსურათი.

 

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 ივნისი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოჩის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზეsummer@ku.edu.tr