კონფერენცია DigITS 2021 | კვლევითი ნაშრომების მიღება ვოქსენის უნივერსიტეტში

2 სექტემბერი 2021

 

გაცნობებთ, რომ ვოქსენის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა მართავს კონფერენციას თემაზე დიჯიტალიზაცია, ინოვაცია, ტრანსფორმაცია და მდგრადობა (DigITS)” 2021 წლის 27-28 ნოემბერს. კვლევითი ნაშრომების პრეზენტაციების გარდა, კონფერენცია მოიცავს წამყვანი აკადემიკოსებისა და სპეციალისტების საინტერესო გამოსვლებს

 

ნაშრომის წარდგენა შეუძლიათ სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, აკადემიკოსებს და დარგის სპეციალისტებს

 

კვლევითი ნაშრომის თემებია:  

  • ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა
  • საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი
  • სტრატეგია
  • მარკეტინგის მენეჯმენტი 
  • ორგანიზაციული ქცევა და ადამიანური რესურსების მართვა

 

შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეგულარულ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში.

 

კონფერენცია DigITS 2021 გაიმართება ონლაინ.

 

ვადები

 

სრული აბსტრაქტის წარდგენა

20 სექტმებერი, 2021

სრული ნაშრომის წარდგენა

1 ნოემბერი, 2021

რეგისტრაცია იწყება

31 ივლისი, 2021

რეგისტრაცია მთავრდება

10 ნოემბერი, 2021

 

ნაშრომის წარსადგენად:

 

  1. ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://easychair.org
  2. დააჭირეთ „Log in”-; თუ უკვე გაქვთ ანგარიში შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, თუ არ გაქვთ შექმენით ის და დარეგისტრირდით
  3. როდესაც შეხვალთ ანგარიშზე გთხოვთ შეიყვანოთ მისამართების ზოლში შემდეგი: https://easychair.org/my/conference?conf=digits2021#
  4. „Author- ველის ქვეშ დააჭირეთ ლინკს „make a new submission”.
  5. შეიყვანეთ თქვენი ნაშრომის დეტალები და დაასრულეთ წარდგენის პროცესი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ვებ-გვერდს და იხილეთ თანდართული ფაილი.

 

საკონტაქტო email: conference.wsb@woxsen.edu.in

 

გისურვებთ წარმატებებს!