გაცნობებთ, რომ ვოქსენის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა მართავს კონფერენციას თემაზე „დიჯიტალიზაცია, ინოვაცია, ტრანსფორმაცია და მდგრადობა (DigITS)” 2021 წლის 27-28 ნოემბერს. კვლევითი ნაშრომების პრეზენტაციების გარდა, კონფერენცია მოიცავს წამყვანი აკადემიკოსებისა და სპეციალისტების საინტერესო გამოსვლებს.
ნაშრომის წარდგენა შეუძლიათ სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, აკადემიკოსებს და დარგის სპეციალისტებს.
კვლევითი ნაშრომის თემებია:
- ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა
- საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი
- სტრატეგია
- მარკეტინგის მენეჯმენტი
- ორგანიზაციული ქცევა და ადამიანური რესურსების მართვა
შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება რეგულარულ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში.
კონფერენცია DigITS 2021 გაიმართება ონლაინ.
ვადები
სრული აბსტრაქტის წარდგენა |
20 სექტმებერი, 2021 |
სრული ნაშრომის წარდგენა |
1 ნოემბერი, 2021 |
რეგისტრაცია იწყება |
31 ივლისი, 2021 |
რეგისტრაცია მთავრდება |
10 ნოემბერი, 2021 |
ნაშრომის წარსადგენად:
- ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://easychair.org
- დააჭირეთ „Log in”-ს; თუ უკვე გაქვთ ანგარიში შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, თუ არ გაქვთ შექმენით ის და დარეგისტრირდით.
- როდესაც შეხვალთ ანგარიშზე გთხოვთ შეიყვანოთ მისამართების ზოლში შემდეგი: https://easychair.org/my/conference?conf=digits2021#
- „Author-ს ველის ქვეშ დააჭირეთ ლინკს „make a new submission”.
- შეიყვანეთ თქვენი ნაშრომის დეტალები და დაასრულეთ წარდგენის პროცესი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ვებ-გვერდს და იხილეთ თანდართული ფაილი.
საკონტაქტო email: conference.wsb@woxsen.edu.in
გისურვებთ წარმატებებს!