კვლევითი ნაშრომების მიღება საერთაშორისო კონფერენციაზე (IEEE SETIT)

12 ოქტომბერი 2021

2022 წლის 19-21 მარტს საერთაშორისო ორგანიზაციის (Institute of Electrical and Electronics Engineers – IEEE ) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ელექტრონიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების მეცნიერებებზე.

 

კონფერენცია IEEE SETIT 2022 ერთდროულად გაიმართება იტალიასა და ტუნისში, ხოლო ავტორებს, რომლებიც ვერ შეძლებენ კონფერენციაზე დასწრებას, საშუალება ექნებათ მასში ონლაინ მიიღონ მონაწილეობა. ნაშრომები გამოქვეყნდება ორგანიზაციის ციფრულ ბიბლიოთეკაში, რომელებიც წარედგინება SCOPUS-ს ინდექსირებისთვის.

 

კვლევითი ნაშრომის წარდგენა შეუძლიათ, როგორც ახალგაზრდა მეცნიერებს (PHD კანდიდატებს), ისე გამოცდილ მკვლევრებს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

 

ვადები

ნაშრომის წარდგენა

31 ოქტომბერი, 2021

ნაშრომის მიღება

30 ნოემბერი,  2021

ნაშრომის სრული წარდგენა

 

საბოლოო შეტყობინება

20 დეკემბერი, 2021

 

1 იანვარი, 2022

კონფერენცია

19-21 მარტი, 2022

 

რეგისტრაციის საფასური:

PHD სტუდენტები

130 ევრო

მკვლევრები

150 ევრო

ინდუსტრიის წარმომადგენლები

200 ევრო

 

 

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს

 

 

გისურვებთ წარმატებებს!