2022 წლის 19-21 მარტს საერთაშორისო ორგანიზაციის (Institute of Electrical and Electronics Engineers – IEEE ) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ელექტრონიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების მეცნიერებებზე.
კონფერენცია IEEE SETIT 2022 ერთდროულად გაიმართება იტალიასა და ტუნისში, ხოლო ავტორებს, რომლებიც ვერ შეძლებენ კონფერენციაზე დასწრებას, საშუალება ექნებათ მასში ონლაინ მიიღონ მონაწილეობა. ნაშრომები გამოქვეყნდება ორგანიზაციის ციფრულ ბიბლიოთეკაში, რომელებიც წარედგინება SCOPUS-ს ინდექსირებისთვის.
კვლევითი ნაშრომის წარდგენა შეუძლიათ, როგორც ახალგაზრდა მეცნიერებს (PHD კანდიდატებს), ისე გამოცდილ მკვლევრებს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
ვადები
ნაშრომის წარდგენა |
31 ოქტომბერი, 2021 |
ნაშრომის მიღება |
30 ნოემბერი, 2021 |
ნაშრომის სრული წარდგენა
საბოლოო შეტყობინება |
20 დეკემბერი, 2021
1 იანვარი, 2022 |
კონფერენცია |
19-21 მარტი, 2022
|
რეგისტრაციის საფასური:
PHD სტუდენტები |
130 ევრო |
მკვლევრები |
150 ევრო |
ინდუსტრიის წარმომადგენლები |
200 ევრო
|
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს
გისურვებთ წარმატებებს!