გაცნობებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტში: "მედია განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის პერსპექტივების ცვლილება", მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას. ზემოთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა შესაძლებელია მედიის და სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
პროექტის მიზანია აქტიურ მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს აუმაღლოს მოტივაცია, რათა საზოგადოების ნაწილმა დაიწყოს ზრუნვა საქართველოში არსებული მედია განათლებისა და პოლიტიკური დიალოგების პერსპექტივების შეცვლაზე.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართება:
- ოდესაში: 24 - 30 აგვისტო, 2018
- კიევში: 39 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2018
- ერევანში: 3 - 9 დეკემბერი, 2018
სამუშაო ჯგუფები დაიყოფა სამ კატეგორიად:
1. დებატები
მონაწილეებმა, ქვემოთ ჩამოთვლილ თემებზე, საქართველოში არსებული სიტუაცია უნდა შეაფასონ.
- ეკონომიკური ინდიკატორები
- საქართველოსა და ევროკავშირის/რუსეთის ურთიერთობები
- მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები
- კონფლიქტები
- ლტოლვილები
- დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება
- სამოქალაქო საზოგადოების მმართველი ძალა
- მედიის თავისუფლება
2. ბლოგი/ფოტო
მონაწილეებმა უნდა შეაგროვონ დებატ ჯგუფის მუშაობის ამსახველი ფოტო-მასალა და განათავსონ ინტერნეტ ბლოგზე.
3. აუდიოვიზუალური ჯგუფი
მონაწილეებმა ოდესის სამუშაო შეხვედრის შესახებ უნდა მოამზადონ 2 ვიდეო რეპორტი.
სამუშაო ენა - ინგლისური
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ დეკანის სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
პროექტი სრულად ფარავს, ტრანსპორტირების, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს.
მონაწილემ თავად უნდა შეიძინოს ავიაბილეთი, თუმცა ჩასვლისთანავე აუნაზღაურდება გაწეული ხარჯი. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებლისა და კვების ხარჯები წინასწარ იქნება დაფარული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ოდესაში გასამგზავრებლად ავიაბილეთისთვის გამოყოფილია 200 ევრო.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 29 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!