„ონლაინ საზაფხულო პროგრამა „ბიზნეს ანალიტიკა“ - თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი

29 ივნისი 2023

თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი (Aristotle University of Thessaloniki, Greece) აცხადებს სტუდენტების განაცხადების მიღებას ონლაინ საზაფხულო პროგრამაში „ბიზნეს ანალიტიკა“ მონაწილეობის მისაღებად (17-25 ივლისი).

 

საზაფხულო პროგრამა მოიცავს 24 საათს და ჩატარდება ზუმის პლატფორმის მეშვეობით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კავკასიის ბიზნესის სკოლის და კავკასიის ეკონომიკის სკოლის მაგისტრებსა და დოქტორანტებს.

 

პროგრამა მოიცავს როგორც ონლაინ სინქრონულ სწავლებას (12 საათი), ასევე ასინქრონულ სწავლებას (ელექტრონული სასწავლო მასალა) (12 საათი).

 

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

 

პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის:

 

  • მონაწილე უნდა დაესწროს ყველა სესიას ან მის მიერ გაცდენილი საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს;
  • მონაწილემ უნდა ჩააბაროს ყველა გამოცდა;
  • მონაწილემ უნდა გადაიხადოს პროგრამის საფასური სრულად;

 

მონაწილეობის საფასური: 130 ევრო

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 16 ივლისი, 2023.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: adiama@econ.auth.gr

 

გისურვებთ წარმატებას!