რენის ბიზნესის სკოლის საზაფხულო პროგრამა 2022

29 აპრილი 2022

გაცნობებთ, რომ რენის ბიზნესის სკოლა (Rennes School of Business, France) გიწვევთ საზაფხულო პროგრამაში - “Paris and the Keys to Luxury Business” მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამა გაიმართება 3-13 ივლისს, პარიზში.

 

საზაფხულო პროგრამის მიზანია სტუდენტებისთვის ფუნდამენტური ცოდნის მიწოდება იმის შესახებ, თუ რატომ არიან ფრანგული ლუქს ბრენდები ასეთი წარმატებულები. ამისათვის, პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ბრენდების ამჟამინდელ სტრატეგიებს და ეწვევიან წარმატებულ ფრანგულ კომპანიებს, იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც ამ ბრენდებს ასეთ უნიკალურებს ხდიან.

 

პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, 2450 ევროს ნაცვლად შეადგენს 1950 ევროს.

 

პროგრამის საფასური მოიცავს:

 

  • 27 საათიან პირისპირ სწავლებას აუდიტორიებში;
  • 11 დღის საცხოვრებლის ხარჯებს;
  • სასწავლო მასალებს;
  • მისასალმებელ და გამოსამშვიდობებელ ლანჩებს;
  • პარიზის ტურს;
  • კომპანიებში ვიზიტებსა და ჯგუფურ პროექტებს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა არაუგვიანეს 23 მაისისა, ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმაზე  უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. უცხო ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა უნივერსიტეტიდან;
  2. ნიშნების ფურცელი;
  3. პასპორტის ასლი;
  4. ფოტოსურათი.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე:  summer.programmes@rennes-sb.com 

 

გისურვებთ წარმატებას!