Richard Pipes Laboratory-ის სტიპენდია

29 ნოემბერი 2021

პოლონეთის აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი (The Institute of Political Studies) აცხადებს განაცხადების მიღებას Richard Pipes Laboratory-ის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მეცნიერების აკადემია გასცემს სტიპენდიას მათზე, ვინც იკვლევს პოლონეთსა და/ან პოლონელებს მე-19-21-ე საუკუნის პერიოდში.

სტიპენდიის ოდენობა: 5000 პოლონური ზლოტი

წარსადგენი დოკუმენტები:

  • რეზიუმე;
  • პუბლიკაციათა ჩამონათვალი;
  • კვლევის პროექტი (მაქსიმუმ 3 ნაბეჭდი გვერდი, ე.ი 5000 სიმბოლო გამოტოვებით).

სამუშაო ენა: ინგლისური, რუსული, ან პოლონური;

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი, 2021;

პოლონეთში ყოფნის პერიოდი: სტიპენდიის მფლობელი თავად განსაზღვრავს სტიპენდიის თარიღს 2022 წელს;

სტიპენდიანტმა თავად უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი და სამედიცინო დაზღვევა.