პოლონეთის აკადემიის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი (The Institute of Political Studies) აცხადებს განაცხადების მიღებას Richard Pipes Laboratory-ის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
მეცნიერების აკადემია გასცემს სტიპენდიას მათზე, ვინც იკვლევს პოლონეთსა და/ან პოლონელებს მე-19-21-ე საუკუნის პერიოდში.
სტიპენდიის ოდენობა: 5000 პოლონური ზლოტი
წარსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე;
- პუბლიკაციათა ჩამონათვალი;
- კვლევის პროექტი (მაქსიმუმ 3 ნაბეჭდი გვერდი, ე.ი 5000 სიმბოლო გამოტოვებით).
სამუშაო ენა: ინგლისური, რუსული, ან პოლონური;
განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა: 31 დეკემბერი, 2021;
პოლონეთში ყოფნის პერიოდი: სტიპენდიის მფლობელი თავად განსაზღვრავს სტიპენდიის თარიღს 2022 წელს;
სტიპენდიანტმა თავად უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი და სამედიცინო დაზღვევა.