რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა

22 დეკემბერი 2022

გაცნობებთ, რომ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო,  უცხო ქვეყნის (არა ევროკავშირის წევრი) მოქალაქეებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2023-2024 აკადემიური წლის ფარგლებში.

 

პროგრამის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, რეგისტრაციის გასავლელად: https://scholarships.studyinromania.gov.ro/

 

განაცხადები მიიღება 2022 წლის 15 დეკემბრიდან, 2023 წლის 1 მარტამდე.
შერჩევის შედეგები გამოცხადდება 2023 წლის 15 ივლისს.

 

პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის.
სწავლების ენა: რუმინული

 

განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ რუმინეთში სწავლის პლატფორმის საშუალებით.

 

გთხოვთ იხილოთ დანართი დეტალური ინფორმაციისთვის.

 

გისურვებთ წარმატებას!