სასტიპენდიო კონკურსი საზაფხულო კურსებისთვის ესტონეთში

30 მარტი 2022

 

გაცნობებთ, რომ ესტონეთის მთავრობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს ესტონეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საზაფხულო კურსებისთვის.

 

სტიპენდია მოიცავს კურსის საფასურს 500 ევრომდე და საცხოვრებლის ღირებულებას დღეში 25 ევრომდე, მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ სააპლიკაციო პლატფორმის მეშვეობით უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • სამოტივაციო წერილი;
  • პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • მიმღები უნივერსიტეტის დასტურის წერილი.

ხელმისაწვდომი კურსები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა დარეგისტრირდეთ სასურველ კურსზე, ხოლო ამის შემდეგ ატვირთოთ დოკუმენტები სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

სააპლიკაციო პლატფორმაზე დოკუმენტების ატვირთვა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზეliis.uulman@harno.ee

 

გისურვებთ წარმატებას!