გაცნობებთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა ლექტორებისა და მკვლევარებისთვისაცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.
დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სლოვაკეთში მობილობის პერიოდი გახლავთ 1-10 თვე.
სტიპენდიის ოდენობა:
- დოქტორის ხარისხის გარეშე, 4 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით - 734 €
- დოქტორის ხარისხით, 10 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით - 980 €
- დოქტორის ხარისხით, 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით - 1 050 €
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით, უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV;
- დეტალური სასწავლო პროგრამა;
- დიპლომის ასლი (უმაღლესი აკადემიური ხარისხის);
- პუბლიკაციების ჩამონათვალი მოთხოვნილი ფორმით (გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი);
- სლოვაკეთის მიმღები უნივერსიტეტის მიერ გაცემული მოწვევის წერილი, სადაც მითითებული იქნება სლოვაკეთში აპლიკანტის ყოფნის პერიოდი.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი, 16:00 ცენტრალური ევროპის დროით.
ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნება აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადამდე 6 კვირით ადრე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ადმინისტრატორს შემდეგ მისამართზე: nsp-foreign@saia.sk
გისურვებთ წარმატებას!