სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა ლექტორებისთვის და მკვლევარებისთვის 2022-2023

31 მარტი 2022

 

გაცნობებთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა ლექტორებისა და მკვლევარებისთვისაცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

 

დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, სლოვაკეთში მობილობის პერიოდი გახლავთ 1-10 თვე. 

სტიპენდიის ოდენობა: 

  • დოქტორის ხარისხის გარეშე, 4 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით - 734 €
  • დოქტორის ხარისხით, 10 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით - 980 €
  • დოქტორის ხარისხით, 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით - 1 050 €

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით, უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • CV;
  • დეტალური სასწავლო პროგრამა;
  • დიპლომის ასლი (უმაღლესი აკადემიური ხარისხის);
  • პუბლიკაციების ჩამონათვალი მოთხოვნილი ფორმით (გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი);
  • სლოვაკეთის მიმღები უნივერსიტეტის მიერ გაცემული მოწვევის წერილი, სადაც მითითებული იქნება სლოვაკეთში აპლიკანტის ყოფნის პერიოდი.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის  30 აპრილი, 16:00 ცენტრალური ევროპის დროით.

ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნება აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადამდე 6 კვირით ადრე.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ადმინისტრატორს შემდეგ მისამართზე: nsp-foreign@saia.sk

 

გისურვებთ წარმატებას!