სეულის ეროვნული უნივერსიტეტი - სადოქტორო სტიპენდიები 2024

29 თებერვალი 2024

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადდა კონკურსი 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად.

 

გაცნობებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგი 2 მოთხოვნიდან:

 

  • აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართლებით.
  • მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართულებით.

 

საჭირო დოკუმენტები:

 

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • დასაქმების დამადასტურებელი მოწმობა;
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომი;
  • სარეკომენდაციო წერილი;

 

აღნიშნული პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ასევე ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.

 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან - 6 მარტის ჩათვლით.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: intlscholarship@snu.ac.kr 

 

განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია ბროშურასა და სააპლიკაციო ფორმაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: intlscholarship@snu.ac.kr

 

გისურვებთ წარმატებას!