სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადდა კონკურსი 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად.
გაცნობებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგი 2 მოთხოვნიდან:
- აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართლებით.
- მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართულებით.
საჭირო დოკუმენტები:
- სააპლიკაციო ფორმა;
- დასაქმების დამადასტურებელი მოწმობა;
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომი;
- სარეკომენდაციო წერილი;
აღნიშნული პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ასევე ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან - 6 მარტის ჩათვლით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: intlscholarship@snu.ac.kr
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია ბროშურასა და სააპლიკაციო ფორმაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: intlscholarship@snu.ac.kr
გისურვებთ წარმატებას!