გერმანიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მე-2 საერთაშორისო ვირტუალური პროექტების დღეები

25 თებერვალი 2022

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ გერმანიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Aschaffenburg University of Applied Sciences, Germany) აცხადებს მონაწილეთა მიღებას მე-2 საერთაშორისო ვირტუალური პროექტების დღეებისთვის.

საერთაშორისო ვირტუალური პროექტების დღე არის საერთაშორისო ვორქშოპი ვირტუალურ ფორმატში, რომელიც მოიცავს პირდაპირ ონლაინ შეხვედრებს, 10 საათიან ინდივიდუალურ თვითშემსწავლელ კურსს, ვირტუალურ გუნდურ დავალებებს და ორ ინტენსიურ სასწავლო, გასართობ დღეს გუნდური აქტივობებით და სტუმრების ჩართულობით.
 

პროგრამის განრიგი:

  • ონლაინსაორიენტაციო შეხვედრა 1 აპრილს (დასწრება სავალდებულოა);
  • ინდივიდუალური 10-საათიანი ონლაინ კურსი + ერთობლივი დავალებები აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებთანერთად;
  • 2 ინტენსიურიონლაინ სასწავლოდღე, 27 და 28 აპრილს  (დასწრება სავალდებულოა).

 

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

  • თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გაიცნოთ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან დაგააფართოვეთ თქვენი აკადემიური და პროფესიული კავშირები;
  • პროგრამაში მონაწილეობის გზით, თქვენშეძლებთ ინტერკულტურული, კომუნიკაციისა და თვითმართვის უნარების გაძლიერებას;

 

პროგრამაში მონაწილეობა გახლავთ უფასო, სამუშაო ენა კი არის ინგლისური.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტი. რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამაზე მონაწილეთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებსაიტს, ან გაეცანით საინფორმაციო ბროშურას.

 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ გერმანიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  international@th-ab.de

 

გისურვებთ წარმატებას!