ზამთრის სკოლა

16 დეკემბერი 2016

ზამთრის სკოლა 2017 არის პრაღის ფინანსთა და ადმინისტრირების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პროგრამა, სადაც სტუდენტები მოიპოვებენ 3 ECTS კრედიტს საერთაშორისო ბიზნესში და აღმოაჩენენ ჩეხეთის რესპუბლიკას, კულტურასა და ბიზნესს.

 

ზამთრის სკოლა 2017 წლის 13 იანვარს იწყება და 10 დღე გაგრძელდება. პირველ დღეს სტუდენტები დაესწრებიან ოფიციალურ მიღებას და ჩეხეთის და ევროპის ისტორიისა და კულტურის ლექციებს. მომდევნო 4 დღე დაეთმობა საერთაშორისო ბიზნესის ლექციებს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და მრავალ სხვა აქტივობას. ასევე, ჩატარდება ვიზიტები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩეხეთის რესპუბლიკის ორ ქალაქში - ჩესკი კრუმლოვი, კუტნა-ჰორა. ზამთრის სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან კომპანიის ვიზიტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილ კომპანიებში, რეალური გამოცდილების მისაღებად. 

 

გთხოვთ, იხილეთ დანართები:

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:

 

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: international@vsfs.cz ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს:

http://www.vsfs.cz/en/?id=2038-summer-school  

 

სწავლის საფასური

 

სწავლის საფასურია 1250 დოლარი, რაც ფარავს საცხოვრებელს, საუზმეს, აეროპორტის ტრანსპორტს, კლასობრივ სწავლებას 3 ECTS, საბოლოო დიპლომს, კომპანიის ვიზიტებს, ღირშესანიშვანი ადგილების დათვალიერებას, ტურებს და ა.შ. 

 

რეგისტრაცია:

 

გთხოვთ გამოგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა თქვენს CV–სთან ერთად შემდეგ მისამართზე: International@vsfs.cz

 

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა:

 

2016 წლის 15 დეკემბერი