კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის, 2022 გაზაფხულის სემესტრში, იშტეს ბიზნესის სკოლაში, პორტუგალია (ISCTE Business School, Portugal), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სალექციო საათს).
განაცხადის წარმოდგენა შეუძლია:
- კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება
2022 გაზაფხულის სემესტრისთვის, იშტეს ბიზნესის სკოლაში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: Business Administration, Architecture, Information Technologies.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- ესე, რომელიც უნდა ასახავდეს: კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილებას; ინფორმაციას პროექტებისა და პროგრამების შესახებ, რომელშიც აპლიკანტს მონაწილეობა მიუღია კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ან როგორც კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელს;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2022 წლის 30 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სალექციო კურსისა და მობილობის თარიღების შეთანხმება პარტნიორი უნივერსიტეტის რელევანტურ ფაკულტეტთან;
- აკადემიური პერსონალის საბოლო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის ფაკულტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!