BIP - Twin Transition for Sustainable Futures: Shaping an Inclusive Green and Digital Transformation

16 თებერვალი 2026

გაცნობებთ, რომ კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, პორტუგალია (Castelo Branco Polytechnic University, Portugal), აცხადებს ტექნოლოგიების სკოლის სტდენტების მიღებას, 1 კვირიან BIP (კომბინირებული ინტენსიური პროგრამა) პროგრამაში "ორმაგი ტრანზიცია მდგრადი მომავლისთვის: ინკლუზიური მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის ფორმირება" მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამის ფორმატი

 

ონლაინ კომპონენტი: 4-8 მაისი, 2026

ფიზიკური მობილობა: 11- 15 მაისი, 2026

 

ონლაინ ნაწილი ჩატარდება ფიზიკურ მობილობამდე და მოიცავს შესავალ ლექციებს, თემატურ მასალებს, ინტერაქციულ სესიებსა და საერთაშორისო ჯგუფურ მუშაობას.

 

პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს მულტიდისციპლინური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ციფრული ტექნოლოგიები ხელს მწვანე ტრანზიციას და მდგრად განვითარებას ევროპული პრიორიტეტების შესაბამისად. სწავლების მეთოდები მოიცავს ლექციებს, ვორქშოფებს, ქეისების ანალიზს, ჯგუფურ პროექტებსა და პრაქტიკულ დავალებებს. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია IT და ინდუსტრიულ კომპანიებში ვიზიტები.

 

პროგრამაში შედის:

 

  • ლანჩი და ვახშამი ორშაბათიდან ხუთშაბათამდე;
  • პარასკევის ლანჩი;
  • IT და ინდუსტრიულ კომპანიებში ვიზიტები;
  • თემატური ექსკურსია (ტრანსპორტითა და გიდით);
  • დასკვნითი (farewell) ვახშამი

 

პროგრამაში მონაწილე შერჩეული სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას ევროკომისიისგან.  დაფინანსება შეადგენს 79 ევროს დღიურად (per-diem) 7 დღეზე, ასევე ანაზღაურდება ფრენის ბილეთების ხარჯი 820 ევრომდე. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დაფინანსებას მონაწილე მიიღებს ადგილზე ჩასვლის შემდგომ.  მიღებული დაფინანსებით მონაწილეს შეეძლება დაფაროს საცხოვრებლის და მგზავრობის ხარჯები.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის, B2 დონის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან (ოთახი A2);
  • ნიშნების ფურცელი, მინინალური კუმულაციური GPA 3.0  (ოთახი A2);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.  

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - ir@cu.edu.ge .



გისურვებთ წარმატებას!