კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, საბერძნეთი (Aristotle University of Thessaloniki, Greece), Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/ მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს და სავალდებულო 8 სამუშაო საათს).
განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ:
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფ პერსონალს
2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ფაკულტეტებთან:
School of Law, Economics, Political Sciences, Journalism and Mass Communication, Psychology, History and Archeology, Informatics.
მობილობის დაგეგმვა შესაძლებელია მხოლოდ მოცემულ თარიღებში: 1 თებერვალი - 30 ივნისი, 2021.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა ადმინისტრაციულმა პერსონალმა შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- 1 სამოტივაციო წერილი
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- შერჩეულ კანდიდატებთაბ გასაუბრება;
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის მიერ შერჩეული კანდიდატების ნომინირება თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ონლაინ ბაზაში;
- ნომინირების შემდგომ, პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციულ პერსონალთან კომუნიკაცია და თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციის მიწოდება;
- შერჩეული ადმინისტრაციული პერსონალის მიერ მიმღები უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება და საჭირო დოკუმენტების ატვირთვა (Mobility Agreement, CV, Letter of Support - რომელსაც მიმღები უნივერსიტეტის რელევანტური ფაკულტეტის კოორდინატორი გასცემს);
- ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.
გისურვებთ წარმატებას!