გაცნობებთ, რომ ლუბლიანას უნივერსიტეტის, სლოვენია (University of Ljubljana, Slovenia) ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას ზამთრის სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, დარგის სპეციალისტებს. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილება გაუზიარონ სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებსა და მონაწილეებს.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სესიები მოცემულ თარიღებში:
1 სესია, 12-16 იანვარი, 2026:
- Experimental Research Design and Analyses;
- Qualitative Research Methods & Data Analysis;
- Applying open-source LLMs in Social and Behavioral Sciences.
2 სესია, 19-23 იანვარი, 2026:
პროგრამის საფასური მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:
1 კურსი - CHF 1000;
2 კურსი - CHF 1900.
დარგის სპეციალისტებისთვის:
1 კურსი - CHF 1900;
2 კურსი - CHF 3100.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ საფასური არ მოიცავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gserm@unisg.ch
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 30 ნოემბერი, 2025.
გისურვებთ წარმატებას!