IED ევროპის დიზაინის ინსტიტუტი - საზაფხულო ბანაკი 2026

30 მარტი 2026

გაცნობებთ, რომ IED ევროპის დიზაინის ინსტიტუტი, იტალია, აცხადებს აპლიკაციების მიღებას საზაფხულო პროგრამაზე - “The Glitch Camp”, რომელიც გაიმართება 2026 წლის 20-26 აპრილს ქალაქ მილანში. 

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან მილანის ყოველწლიურ საერთაშორისო დიზაინის კვირეულს და ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ქალაქი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • გაცნობითი სახის ვიდეო

 

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მონაწილეების განთავსება. გთხოვთ ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ მითითებულ ბმულზე. დანარჩენ ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად. 

 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2026.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს მოცემულ მეილის მისამართზე: iedcamp@ied.it 

 

გისურვებთ წარმატებას!