საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტთა საზოგადოება (GIMSOC) აცხადებს რეგისტრაციას საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე MEDCON'26, რომელიც 2026 წლის ოქტომბერში, თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
კონფერენციის მთავარი თემაა ონკოლოგია. ღონისძიება გააერთიანებს სამედიცინო პროგრამების სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, პრაქტიკოს ექიმებს, ექსპერტებს, ქართველ და უცხოელ ქირურგებსა და მკვლევრებს.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:
- დაესწრონ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოხსენებებს ონკოლოგიის სხვადასხვა მიმართულების შესახებ;
- გაეცნონ ნევროლოგიის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გასტროენტეროლოგიის, დერმატოლოგიისა და პულმონოლოგიის სფეროებში არსებულ აქტუალურ საკითხებს;
- მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სემინარებში, რომლებიც მოიცავს დიაგნოსტიკის, პაციენტის მართვისა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების საკითხებს;
- წარადგინონ საკუთარი კვლევები და სამეცნიერო მიღწევები კვლევით გამოფენაზე;
- აკადემიურ გამოფენაზე ფარგლებში მიიღონ ინფორმაცია და რეკომენდაციები PLAB-ისა და USMLE-ის გამოცდებისთვის მომზადების შესაძლებლობებთან დაკავშირებით;
- დაამყარონ საერთაშორისო პროფესიული კონტაქტები
- მონაწილეობა მიიღონ გალა-ვახშმის ღონისძიებაში.
კონფერენცია ითვალისწინებს როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მონაწილეობას. ადგილზე შესაძლებელია 600-ზე მეტი მონაწილის დასწრება, ხოლო ონლაინ პლატფორმა 10 000-მდე საერთაშორისო მონაწილის ჩართულობის შესაძლებლობას იძლევა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიეთ ბმულს ან მიმართეთ საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: medconferencegimsoc@gmail.com
