Erasmus+ დაფინანსებადი გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის - “PEERS International Credit Mobility”

3 მარტი 2021

მინჰოს უნივერსიტეტი, პორტუგალია (University of Minho, Portugal), კონსორციუმის ორ პარტნიორთან ერთად:ავეიროს უნივერსიტეტი (University of Aveiro) და ევორას უნივერსიტეტი (University of Evora), აცხადებს ლექტორების განაცხადების მიღებას “PEERS International Credit Mobility”- ის დაფინანსებად გაცვლით პროგრამაზე. 

 

მობილობის განსახორციელებლად, პრიორიტეტის მიხედვით განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სამ უნივერსიტეტზე 2021 წლის შემოდგომის ან 2022 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე:

 

Architecture, Business, Tourism, Education, History, Linguistics and Translation, International Law, Public Administration, Informatics, Political Science, Sociology, Economics, Psychology, International Relations, European Studies, Journalism, PR.

 

PEERS პროგრამა სრულად აფინანსებს აკადემიური პერსონალის 1 კვირიან (5 სამუშაო+ 2 მგზავრობის დღე) მობილობას. დღიური ანაზღაურებისთვის (ე.წ per-diem) გამოყოფილია 160 ევრო და ასევე ფინანსდება ორმხრივი ავიაბილეთი, 820 ევროს ოდენობით. ჯამში, მობილობის სრული დაფინანსება შეადგენს-1940 ევროს.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია კავკასიის უნივერსიტეტის სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (ბრძანება/გრძელვადიანი კონტრაქტი), რომელსაც აქვს ინგლისურ ენაზე სალექციო კურსის წაკითხვის გამოცდილება.

 

დაინტერესებულმა აპლიკანტმა, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მინჰოს უნივერსიტეტის სააპლიკაციო პორტალზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  • CV (EUROPASS ფორმატში);
  • Mobility Agreement (იხ. დანართი #1);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ცნობა ლექტორის სტატუსის შესახებ;
  • Pre-Acceptance წერილი მიმღები უნივერსიტეტებიდან;
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში თუ პარტნიორი უნივერსიტეტი მოითხოვს)

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ Mobility Agreement-ი, აუცილებლად, უნდა იყოს ხელმოწერილი ლექტორის, გამგზავნი უნივერსიტეტის (CU) და მიმღები ფაკულტეტის წარმომადგენელი პირის მიერ. Mobility Agreement-ი უნდა მომზადდეს ცალ-ცალკე იმ უნივერსიტეტებისთვის, რომლებსაც სააპლიკაციო ფორმაში მიუთითებთ.

 

განაცხადი უნდა წარადგინოთ 2021 წლის 12 მარტამდე ელექტრონული ფორმით მოცემულ ბმულზე.

 

განაცხადის შევსებამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ Application Guide-ს.

 

განაცხადების შერჩევას ახორციელებს Minho-ს უნივერსიტეტი, ლექტორს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობება მიმღები უნივერსიტეტის გადაწყვეტილება.

 

გისურვებთ წარმატებას!