ვალადოლიდის უნივერსიტეტი (Universidad de Valladolid, Spain), აცხადებს 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში, Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
ვალადოლიდის უნივერსიტეტში გამოცხადებული მობილობის დეტალები:
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
პროგრამის დასახელება |
სწავლების ენა |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი
01/02/2022 – 15/07/2022 |
ინგლისური |
|
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი
01/02/2022 – 15/07/2022 |
ინგლისური |
|
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი
01/02/2022 – 15/07/2022 |
International Semester in European International and Comparative Law |
ინგლისური |
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი #1);
- EUROPASS CV;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0 ; TOEFL- 78);
- ნიშნების ფურცელი;
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი/ პროგრამის ხელმძღვანელი/ ლექტორი)
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2021 წლის 13 სექტემბრის ჩათვლთ შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- დამამთავრებელი სემესტრის (მე-4 კურსის მე-2 სემესტრი) სტუდენტებს;
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ;
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია.
- კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცედურების შესახებ;
- შერჩეული კანდიდატების მიერ ვალადოლიდის უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსება 20 სექტემბრამდე, 2021;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმის შეფასება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- სტუდენტების საბოლო შერჩევა ვალადოლიდის უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.