“Vinifera/Newclim” - შემოდგომის სკოლა 2025

29 ივლისი 2025

გაცნობებთ, რომ ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აცხადებს აპლიკაციების მიღებას შემოდგომის სკოლის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 6-10 ოქტომბერს, 2025.

 

პროგრამის მთავარი თემა: “ღვინის გამოფენა და კლიმატი: მდგრადობის როლის გაზრდა ქართულ მევენახეობაში”.

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება მეღვინეობაზე საქართველოში - მსოფლიოს უძველეს ღვინის რეგიონში. კურსი აერთიანებს აკადემიურ თეორიას, საველე კვლევას და ტრადიციული მეღვინეობის პრაქტიკას.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობის მიღება არის უფასო, რაც მოიცავს მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

 

დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შესარჩევ კონკურსში და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით მოცემულ მეილის მისამართზე: school.vitivini@proton.me 

 

  • რეზიუმე;
  • სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 800 სიტყვა);
  • აბსტრაქტი კვლევის შესახებ (მაქსიმუმ 500 სიტყვა).

 

დოკუმენტების გაგზავნის საბოლოო ვადა: 15 აგვისტო, 2025.

 

მონაწილეებს პროგრამის დასრულების შემდგომ გადაეცემათ დასწრების სერტიფიკატი. 

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ მეილის მისამართზე: eva.bertrand.ufg@gmail.com

 

გისურვებთ წარმატებას!