საერთაშორისო გაცვლითმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ საჭირო დოკუმენტაცია (იხილეთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში: როგორ ჩავაბარო?) ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: Ir@cu.edu.ge
შესაბამისი დოკუმენტების მიღების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტი აფასებს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და იღებს გადაწყვეტილებას.
გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტებს სჭირდებათ ვიზა, საქართველოში ცხოვრების ნებართვის მისაღებად (VISA-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე). ასევე, სტუდენტს უნდა ჰქონდეს დაზღვევის პოლისი, რომელიც გაცემულია მათი ქვეყნის სადაზღვევო კომპანიების მიერ. დაზღვევამ უნდა აანაზღაუროს ყველა სამედიცინო მომსახურება და საქართველოში უნდა იყოს მოქმედი.
სასწავლო წელი
კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო წელი ორი სემესტრისგან შედგება:
შემოდგომის (სექტემბერი-იანვარი) და გაზაფხულის (თებერვალი-ივლისის შუა რიცხვები) სემესტრები.
კრედიტის აღიარება
სემესტრის დასრულების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის დროს მიღებული კრედიტები და ნიშნები იგზავნება სტუდენტების უნივერსიტეტებში.
რეგისტრაცია
სტუდენტს/ პროგრამის კოორდინატორს ეგზავნებათ საგნების ცხრილი რეგისტრაციისათვის, სანამ სემესტრი დაიწყება. ისინი არჩევენ სასურველ საგნებს და აგზავნიან კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტთან მოცემულ ვადაში.
სწავლების ენა
საგნები კავკასიის უნივერსიტეტში ისწავლება ინგლისურ ენაზე.
კურსის დატვირთვა
სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მაქსიმუმ 30 ECTS კრედიტი სემესტრის განმავლობაში. კრედიტების მინიმალური რაოდენობა არ არის მოთხოვნილი.