შერჩევის პროცესი

კავკასიის უნივერსიტეტის შესარჩევი კომისია, მისაღები კანდიდატების შეფასებას მოახდენს და  დაადგენს გრანტოსან კანდიდატთა საბოლოო სიას. შეფასებისას გათვალისწინებულია ინგლისური ენის ცოდნა.

 

სტუდენტები, რომლებიც შერჩევის შემდგომ მოხვდებიან სარეზერვო სიაში, ელ.ფოსტის საშუალებით შეიტყობენ მათი აპლიკაციის სტატუსის შესახებ. ვაკანტური ადგილების შევსება მოხდება სარეზერვო სიაში მყოფი კანდიდატებით, რომელთაც ასევე მსგავსი მახასიათებელი თვისებები გააჩნიათ.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იძლევა  პროცესის გამჭირვალობისა და აპლიკანტთა თანაბარ პირობებში შერჩევის გარანტიას.