კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში

17 ნოემბერი 2018

11-17 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს ეწვივნენ.

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ სხვა ქართულ უმაღლეს საგანმამათლებლო დაწესებულებებთან ერთად მონაწილეობა მიეღოთ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომელთა ძირითადი თემატიკა ინტერნაციონალიზაცია და უნივერსიტეტებში მათი წარმატებით რეალიზება გახლდათ. 

გასათვალისწინებელია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა, პირველი ეტაპი თბილისში განხორციელდა, სადაც მონაწილეებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ინტერნაციონალიზაციის თეორიული ასპექტების შესახებ, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში თავად გაცნობოდნენ მათ წარმატებულ პრაქტიკას