აზერბაიჯანისა და ყაზახეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

29 ოქტომბერი 2022

28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს, აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის (Azerbaijan Tourism and Management University) და ალმათის მენეჯმენტის (Almaty Management University, Kazakhstan), ყაზახეთი, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე. გამოითქვა მზაობა აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, ხოლო ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საზაფხულო სკოლის პროგრამების შეთავაზებაზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.  

 

ვიზიტის ბოლოს, სტუმრებმა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერეს და გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ სერვისებსა და პრაქტიკულ სივრცეებს.