კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

2 ნოემბერი 2021

1-ლ ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები, აუდრიუს ლოპატა (Audrius Lopata) და რიტმას ბუტლერისი (Rimantas Butleris) ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო კვლევის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროექტების შემუშავება.

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანთან, შოთა ნიჟარაძესთან, ამავე სკოლის პროგრამების ხელმძღვანელთან, მაქსიმ იავიჩთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან.  შეხვედრებზე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი  ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.