კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტების ვიზიტი რედბაუდის უნივერსიტეტში

28 ივლისი 2022

 

კავკასიის ბიზნესისა და კავკასიის სამართლის სკოლის სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, თამარი კარბაია, მირანდა ცინცქილაძე, რუსუდან კვანტალიანი და თათია უბერი,  Erasmus+ ის პროგრამით დაფინანსებული მობილობის ფარგლებში, რედბაუდის უნივერსიტეტს, ნიდერლანდები, (Radboud University, The Netherlands) ეწვივნენ

 

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს რედბაუდის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ ერთ კვირიან 2022 წლის საზაფხულო სკოლის პროგრამაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სოციალური კვლევის მეთოდების თემატიკის (Social Research Methods) ფარგლებში, დასწრებოდნენ ინტენსიურ ლექციათა ციკლის შემდეგ სასწავლო კურსებზე: კვლევის მეთოდები და ენის განვითარება აკადემიური წერისთვის (Research Methods and Language Development for Academic Writing); შესავალი თვისებრივ შედარებით ანალიზში (Introduction to Qualitative Comparative Analysis, QCA); შედარებითი კვლევის დიზაინი (Comparative Research Design); სოციალური მეცნიერების საზომი: დიზაინი, მოდელირება და სტრატეგია (Social Science Measurement: Design, Models and Strategy). 

 

აღსანიშნავია, რომ რედბაუდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის პროფესორების, მკლევარებისა და დოქტორანტების ერთ საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრას. რედბაუდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის კურსის მოდულებს ხელმძღვანელობენ როგორც მასპინძელი, ასევე  წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოცდილი პროფესორები.

 

რედბაუდის უნივერსიტეტი, ერაზმუსკრედიტ მობილობის ფაარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია ნიდერლანდებში.