24 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ჰადას ესტერ მეიცადი (Hadas Ester Meitzad) ეწვია. მას უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა, და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.
შეხვედრის დროს ელჩი დეტალურად გაეცნო კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საერთაშორისო სტრატეგიულ პროექტებს.
მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და ისრაელის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საელჩოსა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობაზე მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით, რაც სტუდენტებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.