ვარშავის ეკოლიგიისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

22 ოქტომბერი 2022

17-21 ოქტომბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, ვარშავის ეკოლოგიისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (University of Ecology and Management in Warsaw, Poland) არქიტექტურის ფაკულტეტის ვიცე-დეკანს, ბოგდან გორჩიცას უმასმინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან და კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანთან, მარიამ მენაბდესთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სტრატეგიებზე, როგორც ერაზმუსის ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ასევე საზაფხულო სკოლებისა და არქიტექტურის პროგრამის მიმართულებით ორმაგი ხარისხის პროგრამის შემუშავებაზე.

 

ვარშავის ეკოლოგიისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი სტრატეგიული პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობებს არქიტექტურის პროგრამაზე.