საინფორმაციო შეხვედრები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების მიმდინარე კონკურსების შესახებ.

8 ოქტომბერი 2021

27 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მიმდინარე კონკურსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

 

შეხვედრების მიზანს სტუდენტებისთვის კონკურსის პირობებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.


შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და გაეგოთ მეტი პროგრამული თუ ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ. ასევე მიეღოთ რეკომენდაციები განაცხადის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.


ერაზმუს+ ის გაცვლითი პროგრამებისთვის განაცხადების მიღება დასრულდება 10 ოქტომბერს, 2021, ხოლო საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, 11 ოქტომბერს, 2021.


მიმდინარე კონკურსები სტუდენტებისთვის 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობების დაგეგმვას ითვალისწინებს.