ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიეტსა და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტს შორის

2 ნოემბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტსა და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

თანამშრომლობის ფარგლებში თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი კავკასიის სამართლის სკოლასთან ერთად  განახორციელებს ერთობლივ კვლევით პროექტებს, სემინარებსა და მოკლევადიან გაცვლით პროგრამებს, როგორც სტუდენტების ისე აკადემიური პერსონალისთვის.

 

თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა საბერძნეთში, რომელიც გამოირჩევა პროგრამების მრავალფეროვნებითა და მაღალი ხარისხის სწავლებით. 

 

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა 2019 წელს ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რომელიც სტუდენტთა/აკადემიურ და ადმინისტრაციულ მობილობებს მოიცავდა.