23-27 ივნისის კვირაში, Erasmus+ პროგრამის დაფინანსებული მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტისა და რედბაუდის უნივერსიტეტს, ნიდერლანდები, შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ბიზნესის სკოლის დოქტორანტებმა თამარ შენგელიამ და ნინო ჯინჯოლავამ, მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ერთ კვირიან საზაფხულო პროგრამაში და დაესწრნენ შემდეგ სალექციო კურსს - „Starting My Own Business “.
კურსის ფარგლებში, დოქტორანტებმა დაამუშავეს თავიანთი ბიზნეს იდეები, ხოლო კურსის დასასრულს კი სპეციალურ კომისიასთან წარადგინეს ბიზნეს გეგმის მონახაზი.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს ინტერნაციონალიზაციის კუთხითაც. კურსს ასევე ესწრებოდნენ მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რამაც საინტერესო გამოცდილების გაზიარების და კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა მისცა კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.